თამაში მუშაობს იგივე პრინციპით როგორც ტრადიციული "სახელობანა" რომელიც კალმით და ფურცლით ითამაშება.
თუმცა აპლიკაცია აგარიდებთ პატარა ფურცლების შუბლზე მიწებების უხერხულობას, თქვენ უბრალოდ დააწვებით ღილაკს და თამაში თვითონ მოგანიჭებთ სახელს, დაიწყება ჩამოთვლა 5-დან, მიატრიალებთ თქვენი ტელეფონის ეკრანს მეგობრებისკენ და დაიწყებთ თამაშს! თამაშში არის ასობით სახელი და ეს ბაზა უფრო და უფრო გაიზრდება! თუკი გსურთ თქვენი ტელეფონი გამოიყენოთ მაშინ როცა სხვისი სვლაა არც ესაა პრობლემა, უბრალოდ შეეხეთ ეკრანს სადაც გინდათ და თქვენი სახელი დაიმალება, ხოლო როცა ისევ თქვენი დრო იქნება რომ დასვათ კითხვები, კვლავ მიაბრუნეთ ტელეფონი და დააჭირეთ ეკრანს ნებისმიერ ადგილას რომ გაიხსნას თქვენი სახელი და მეგობრებსაც გაახსენდეთ თქვენი ვინაობა.
Skich utilise des cookies et des technologies similaires pour fournir, améliorer, sécuriser et analyser ses services. En cliquant sur « Tout accepter », vous acceptez de nous permettre d'utiliser nos propres cookies et ceux de tiers conformément à notre Politique de cookies.